ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მზია მაისურაძე შეარჩიეს

მზია მაისურაძის კანდიდატურა წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად დღეს წარედგინა. საბჭომ წარდგენილი კანდიდატურა 10 დღის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო 21 წევრით არის დაკომპლექტებული. კანდიდატურის დასამტკიცებლად კი მინიმუმ 11 წევრის ხმაა საჭირო. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა 4 კანდიდატი: მზია მაისურაძე, კონსტანტინე თეგერაშვილი, ლევან ახალაური და მზია კობახიძე. მზია მაისურაძე ამჟამად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. კონსტანტინე თეგრაშვილი თესაუს კანცლერის ყოფილი მოადგილეა. ლევან ახალაური კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელია, ხოლო მზია კობახიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოწვეული მასწავლებელია. 
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უმაღლესი სასწავლებლის კანცლერმა, პაატა გოცირიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. წარმომადგენლობითმა საბჭომ გოცირიძეს უფლებამოსილება ერთი თვის წინ, 25 მაისს შეუწყვიტა.