ახალი ამბები

კახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი იწყება

შეხვედრაზე პროგრამის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის შესახებ ინფორმაციას. გურჯაანთან ერთად მოხდება სიღნაღის მონაცემების პრეზენტაციაც. შეხვედრა, 26 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობის დიდდარბაზში ჩატარდება, რომელიც დაიწყება 16:00 სთ-ზე. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანი საქართველოში მეწარმეობის განვითარება და მეწარმეთა მხარდაჭერაა.