ახალი ამბები

თელავში ძაღლის მიერ ადამიანის დაკბენის 341 შემთხვევა დაფიქსირდა

 აქედან ძაღლმა 104 ბავშვი დაკბინა. ცენტრის დირექტორი შუქია გიორგელაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს უწყებამ მსგავსი 821 შემთხვევა დააფიქსირა. 
„2015 წელს სულ დაზარალებულია 341 ადამიანი, აქედან 104 ბავშვია. დანარჩენი მოზარდები არიან. 290 ცხოველს პატრონი ჰყავდა, ხოლო მაწანწალა ძარლების რაოდენობამ 51 შეადგინა. 2014 წელს შედარებით მეტი შემტხვევა დაფიქსირდა. ძარლებმა სულ 821 ადამიანი დაკბინეს, აქედან ბავშვების რაოდენობა იყო 254. 690 ძაღლს ჰტავდა პატრონი, ხოლო 140-ს – არა. ცოფის შემთხვევა კი 2010 წლის შემდეგ აღარ გვქონია. შესაბამისად არც ერთი კბენის შემთხვევა სავალალოდ არ ადსრულებულა“, – განუცხადა Knews.ge-ს შუქია გიორგელაშვილმა. 
თელავის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა მასშტაბურია. უწყებამ მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო.

თელავის მერიის ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ქალაქში უპატრონო ძაღლების თავშესაფარი აშენდება, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს. ძაღლების თავშესაფრის აშენებისათვის, სავარაუდოდ, 400-450 ათასი ლარი დაიხარჯება. 
,,ექვს არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც თელავში აშენდება უპატრონო ძაღლების თავშესაფარი. იგი, ინფრასტრუქუტრულად აღჭურვილი იქნება და ყველა პირობა შეიქმნება ძაღლების სათანადოდ მოვლისათვის,’’- განუცხადა knews-ს გიორგი ახვლედიანმა.