ახალი ამბები

თუშეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

უწყების ინფორმაციით, რთული, მაღალმთიანი რელიეფის გამო, ხშირად, გზის სავალ ნაწილზე, მიწა-კლდის მასა ჩამოდის და ქვა ცვივა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღინიშული გზის მოვლა-პატრონოპაზე პასუხისმგებელი კომპანია – შპს „თუშეთ გზა“ გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს.
,,ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ18 – კმ72 მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, გზის სავალი ნაწილის სიგანე კი 5 მეტრამდეა, რაც ართულებს ავტოტრანსპორტის მიმოსვლას.
აღნიშნული მონაკევთის გაწმენდა რთული კლიმატური და რელიეფური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. სხვა პერიოდში კი გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტარქტორი კომპანია შპს „თუშეთ გზა“ საავტომობილო გზაზე მუდმივად აწარმოებენ მოვლა-შენახვის სამუშაოებს გზაზე არსებული ყველა პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად, რათა შენარჩუნებულ იქნას ავტოტრანსპორტის განვლადობა. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.