ახალი ამბები

ოლიმპიური ცეცხლი კახეთში მოგზაურობს

ამის შემდეგ, ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსაბლებმა მიიღეს მონაწილეობა. 
შეგახსნებთ, რომ ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემოვიდა და ორი თვის განმავლობაში 67 მუნიციპალიტეტს შემოივლის. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში, 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაიმართება და ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.ახალგაზრდული ოლიმპიადა სპორტის 9 სახეობაში გაიმართება: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, სპორტული ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.