ახალი ამბები

ყვარელში, ექსპრეზიდენტის სახლთან “ნაცმოძრაობის” წევრები შეიკრიბნენ

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის სახლთან ბიზნესმენი და “დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი კიდევ გამოჩნდება, “საკუთრების უფლებას დაიცავენ”. ვალერი შოშიაშვილი დღეს ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სახლის დაკავებას გეგმავს.
მისი თქმით, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი ლარი გადაეხადა. მას აუქციონში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალერი შიოშიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.