ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში გაყიდული საძოვრების კანონიერებას გამოძიება დაადგენს

გამგებლის თქმით, რამდენად კანონიერად გაიყიდა საძოვრები ამას გამოძიება დაადგენს. 
,,ამ საკითხს შევისწავლით და თუ რამე უკანონოდ გაკეთდა, ყველა პირი სათანადოდ დაისჯება”,– განაცხადა გია გერგიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ფერმერებმა სოფლის ნახირი საძოვრის ნაცვლად ადგილობრივ გამგეობასთან მიიყვანეს და აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ საძოვრების გაყიდვა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, 2010 წელს მიწები ისე გაიყიდა, რომ გლეხები საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. ახლა კი ერთადერთი ადგილი, რომელსაც ამ დრომდე საძოვრებად იყენებდნენ, კერძო მფლობელმა დაამუშავა.