ახალი ამბები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ევროპული დიპლომი გადაეცა

 აღნიშნული დიპლომი 5 წლის ვადით გადაეცემა ევროპაში დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც გამოირჩევიან სამეცნიერო, კულტურული ან ესთეტიკური ღირებულების თვალსაზრისით და წარმოადგენენ ბუნების საუკეთესო კონსერვაციის მაგალითს. 
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროპული დიპლომი, ევროპული გამოცდილების მიღებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საქართველოში ნაკრძალების დაცულობის ხარისხის მატებას, მათ საერთაშორისო დონეზე აღიარებასა და პოპულარიზაციას.
ევროპული დიპლომი ევროპული ქვეყნების 73 დაცულ ტერიტორიას აქვს მინიჭებული.