ახალი ამბები

კახურ ქუდს შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

ორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩხეიძეს განმარტებით, პროექტი, რომელიც განხორციელდა და ეხებოდა არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობას, სამ ეტაპს მოიცავდა: ,,პროექტი ხორციელდებოდა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში.
I ეტაპზე თელავის კულტურისა და ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებს, ასევე დაინტერესებულ პირებს, ჩაუტარდათ ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო ფოკუს ჯგუფისთვის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ფიქსაციისა და პოპულარიზაციის უნარების ჩამოყალიბება.
II ეტაპზე ორგანიზაციამ განახორციელა საველე სამუშაოები. სამუშაოების შედეგად აღრიცხული და დოკუმენტირებული იქნა 10 აკმ_ს ელემენტი, მათ შორის: ტრადიციული კახური სამზარეულოს კერძების დამზადების ტექნოლოგიები, ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია და კულტურა, კახური შოთის ცხობის ტექნოლოგია, კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია, თამადობის ტრადიცია, კირის გამოწვის ტრადიციული მეთოდი, მეთუნეობის ტრადიცია სოფელ ვარდისუბანში და სახლთანგელოზობის ტრადიცია კახეთში. 
III ეტაპზე ორგანიზაციამ მოახდინა მოძიებული მასალის დოკუმენტირება და სააღრიცხვო ბარათებში გადატანა. ელემენტები თელავის მერიის კულტურის სამსახურთან შეთანხმებით, ეტაპობრივად გადაეცამა შესაბამის სამსახურს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურის გასავლელად”. 
ამ ეტაპზე წარდგენილია ორი ელემენტი: კახური ქუდის დამზადების ტექნოლოგია და ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგია და კულტურა. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერია თელავის მერია.