ქართული ბალი გასაყიდად აზიის ქვეყნებში გავა

კომპანიის დამფუძნებელი კანადელი ბიზნესმენები გურმანტ გრევალი და ამარჯიტ სინქჰ ჯატანა აღნიშნული ბიზნესის განვითარებას კახეთის რეგიონშიც გეგმავს.
მათი თქმით, ორი წელია რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობენ და 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელეს. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.