მაწანწარას ხევი – თელავის ანტისანიტარიის ბუდე

ქალაქის ხელმძღვანელობა კი ზუსტ თარიღს ვერ ასახლებს, როდის დაიწყება ხევის გაწმენდითი სამუშაოები. რამდენიმე ათეული წელია, რაც დაბინძურებუ­ლი ხევი აღარ გაწმენდილა, რის გამოც კალაპოტი სავსეა ნაგვითა და მკვდარი ცხოველებით. ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები მანანა ღამბაშიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისგან ხევის გაწმენდა მოსახლეობისათვის სერიოზულ სირთუ­ლეს წარმოადგენს:

„ხევში საშინელი სიბინძურეა, ბოთლებითა და ცელოფნებითაა სავსე, რასაც ჩვენი ძალებით ვერ ვასუფთავებთ. რამდენჯერმე ხელმოწე­რებიც შევაგროვეთ, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ და იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ეს ხალხი კი ნაგავს იშორებს თავიდან და პირდაპირ ხევში ყრის“, – აღნიშნავს მანანა ღამბაშიძე.

დაბინძურებული ხევი სერიოზულ ანტისან­ტარიულ მდგომარეობას გრიბოედოვის ქუჩაზეც ქმნის. მოსახლეობას პრობლემა განსაკუთარებით ზაფხულში აწუხებს და ამის გამო ადგილობრივები, გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად, სახლის ფანჯრებს ვერ ხსნიან. გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებელბი იხსენებენ, რომ ხევის დახურვა 1970-იან წლებში იგეგმებოდა, თუმცა არც წინა და არც ამჟამინდე­ლი ხელისუფლების დრო ამ მხრივ ქმედითი ღო­ნისძიებები არ განხორციელებულა:

„ხევი ნაგვითაა სავსე. რა აღარ იყრება. ზაფხულში აქ გაუსაძლისია ცხოვრება. ზაფხულში ფანჯრებს ვერ ვხსნით, ისე­თი საშინელი სუნი შემოდის, რამდენიმე საათია საჭირო, რომ ოთახი სუნისგან განიავდეს. როდესაც აქ დავსახლდით, ორ წელიწადში შემოგვივარდა ადიდებული ხევი. ტრაქტორი მოვიტანეთ და ხევი გავაწმენდინეთ საკუთარი ხარჯებით. გეგმაში იყო, რომ 1968 წელს უნდა დახურულიყო, დღეს კი 2015 წელია და თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობა“, – აღ­ნიშნავს მერი ასანაშვილი.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ხევის დროულად გაწმენდას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაბინძუ­რებული ხევიდან სხვადასხვა სახის ინფექციური და­ავადება გავრცელდეს

„ვცდილობ ხოლმე, რომ ხევი თოხით მაინც გავწმინდო, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ. ვისაც რა მოუკვდება, აქ მოაქვს და ყრის ხევში. მერე დაცხება და ეს მკვდარი ცხოველები ყროლდება. სა­შინელი სუნი ხომ ეგ ერთი გასაჭირია, მაგრამ მეორე ის, რომ თუ ეს ხევი არ გაიწმინდა, დაავადებები გავრ­ცელდება“, – ამბობს ოდიკო ასანაშვილი.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ საბიუჯეტო სახსრებით განიხილება ე.წ. მაწანწრის დაბინძუ­რებული ხევის რეაბილიტაცია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელე­ბენ. პლატონ კალმახელიძის უწყებაში ვერც იმას ამბობენ, თუ რომელი კომპანია განახორციელებს აღნიშნულ სამუშაოებს, რადგან ტენდერის გამო­ცხადების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია:

„ხევების რეგულაციაზე ბიუჯეტში რაღაც თანხები გვაქვს გათვალისწინებული. საჭიროებიდან გამომდინარე სწორედ მაგ ხევის რეაბილიტაცია იგეგმება. გათვა­ლისწინებულია გაბიონების მოწყობა. ამ ეტაპზე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და განიხი­ლება მაწანწრის ხევის რეგულაციაც. ხევის დონეა დასაწევი, რადგან ათეული წლის განმავლობაშია ჩა­ყრილი ნაგავი. სამუშაოების დაწყების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, რადგან მუშა პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში მცირე ხევების რეგულაციას არ გეგმავს“, – აცხადებს თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი კიკნაძე.

2015 წლიდან გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმა ამოქმედდა. ჯარიმის ოდენობა 50-დან 5000 ლარამდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, გარემოს დაბინძურების მხრივ იანვრის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა და ამ მხრივ კანონდამრღვევებიც ჯერ არავის არ დაუჯარიმებია. სანამ თელავის მერია გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს, ხევი საყოფაცხოვფებო ნარჩენებით დღითიდღე ივსება და ანტისანიტარია ხევის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის სულ უფრო გაუსაძლისი ხდება.