ახალი ამბები

თელავსა და გლუბოკოეს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ გლუბოკოეს საკრებულოს დეპუტატები თელავს ესტუმრნენ და ქალაქში არსებულ სიტუაციას გაეცნენ. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს განცხადებით, ორი დამეგობრებული მხარე კულტურული, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და სოციალური მიმართულებებით ითანამშრომლებს:
,,ქალაქ გლუბოკოესთან ჩვენ შარშან დავმეგობრდით, დღეს კი დამეგობრებული ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, საპასუხო ვოზიტით ჩამოვიდნენ თელავში, რომლის დროსაც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში მათი გამოცდილების გაზიარება და კულტურული, ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის და სოციალური მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. იმედი გვაქვს, ბევრ კეთილ და კარგ საქმეს გავაკეთებთ,’’– განუცხადა Knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.