სტატიები

1. მძღოლები, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ, დაჯარიმდებიან

სასწრაფო -სამედიცინო ცენტრებში ამბობენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მომავალში დაფიქსირდება სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათ მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ. 

კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის. მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს.
ბარკალაიას თქმით, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გახშირდა მოსახლეობის პრეტენზიები, რომ სასწრაფო დახმარება იგვიანებს და ექიმებისთვის ლოდინი რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. ინფორმაციას ,,კომერსანტი” ავრცელებს.