გურჯაანში მომხდარი ქურდობა გახსნილია

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ღამით, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, “ლიბერთი ბანკის” სერვის ცენტრში ფარულად შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოპარული სამი პერსონალური კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით).