ახალი ამბები

ლაგოდეხში სტიქიამ ერთწლიანი კუტურები გაანადგურა

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის აღწერა წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა, ჯებირები გაარღვია და ათეულობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. წყალდიდობამ საზამთროს, ნესვის, კიტრის და სხვა ერთწლიანი კულტურები დაახლოებით 150 ჰექტარზე გაანადგურა. დაიტბორა ვენახებიც. ლაგოდეხის მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს. სტიქიამ ზარალი ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებსაც მიაყენა.