ახალი ამბები

,,ქალები ბიზნესში” 50 მილიონი ევროთი დაფინანსდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მცირე ბიზნესის გავლენის ფონდი წარადგინა. ფონდი იქნება მთავარი საშუალება, რომლის გავლითაც დონორების რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესებამდე მივა ბანკის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში მოხდება როგორც პირდაპირი დაფინანსება ასევე თანადაფინანსება. “მცირე ბიზნესის გავლენის ფონდის შექმნით, ჩვენ გვსურს შევქმნათ თანამოაზრე დონორების ქსელი, რომლებიც იბიარდთან ერთად სტრატეგიული პრიორიტეტების შემუშავებაზე იმუშავებენ და ინოვაციური პროდუქტების შექმნას შეუწყობენ ხელს იმისთვის, რომ მცირე ბიზნესები განახლდენ და გაიზარდონ”, – აღნიშნა ბანკის მცირე ბიზნესების განვითარების მიმართულების დირექტორმა, კლაუდიო ვიეზოლიმ.

დღესვე ორმა ქართულმა ბანკმა – თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, გამოხატა მზარდყოფნა შეერთებოდა ბანკის – ქალები ბიზნესში პროგრამას, ეს არის მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში დაწყებული პირველი პროექტი. 

ბანკები ადასტურებენ ინტერესს შეუერთდნენ რეგიონალურ პროგრამას – ქალები ბიზნესში. პროგრამაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობს უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია და მოლდოვა.
აღნიშნული პროექტის მხარდასაჭერად იბიარდმა 50 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ამას თან ერთვის 9 მილიონიანი საგრანტო დაფინანსება ევროკავშირიდან, რომელიც რისკების შემცირების ფინანსურ მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ტრენინგებს გულისხმობს.

კლაუდიო ვიეზოლიმ ასევე აღნიშნა – “ძალიან გვიხარია, რომ ქალები ბიზნესში პროგრამას დღეს ვიწყებთ საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ქალების მეწარმეობასა და მცირე ბიზნესში ჩართვა გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება”.