გზა ევროპისკენ

კახეთის მომსახურების ცენტრში მოქალაქეთა მისაღები სივრცე მოეწყო

როგორც კახეთის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ცენტრის ინტე­რიერი სააგენტოს ბრენდირებული ინვენტარის და კორპორაციული სტილის გამოყენებით მოეწყო. მათივე თქმით, ,,მოქალაქეთა მომ­სახურების სივრცე 35 მ2ჶს შეადგენს, სადაც განლაგებულია სამი სამუშაო მაგიდა. კვალიფიციური კონსულ­ტანტები კი მოქალაქეებს ამომწურავ კონსულტაციას გაუწევენ სახელ­მწიფო ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირე­ბით. სააგენტოს ინფორმაციითვე, სივრცეში ასევე მოწყობილია მოქა­ლაქეების მოსაცდელი კუთხე, საი­დანაც შესაძლებელია მონიტორზე საპრივატიზებო და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველო­ში“ ობიექტების ფოტოკოლაჟისა და ვიდეორგოლების ნახვა:
„განახლებული მოქალაქეთა მომ­სახურების სივრცე საკმაოდ მყუდრო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის. განსაკუთრებულად მომწონს მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, საიდანაც შესაძლებელია მონიტორ­ზე განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ვიდეო კოლაჟის ყურება. დარწმუნებული ვარ, კახეთის მომ­სახურების ცენტრის როლი მნიშვნე­ლოვანი იქნება რეგიონის ბიზნეს გა­რემოს განვითარებისთვის,“ – აცხადებს კახეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი ეკა თოდაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდ­გრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ“ 2013 წლი­დან დაიწყო მომსახურების ერთიან სტანდარტზე მუშაობა და დანერგვა.
აღნიშნული პროცესი გულისხმობს ისეთ ორგანიზაციულ პროცესებს, როგორიც არის სისტემის რესტრუ­ქტურიზაცია, ახალი სამუშაო პრო­ცედურების დანერგვა და არსებულის ოპტიმიზაცია. ცვლილებები შეეხო მოქალაქეთა მომსახურების ნაწილსაც.