ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრომ ლაგოდეხში ძველი საავადმყოფოს შენობები 203 ათას ლარად გაასხვისა

უწყებამ ელექტრონული აუქციონის წესით – ძველი სამშობიაროს, პოლიკლინიკისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 6238.00 კვ. მეტრის ოდენობით კერძო მესაკუთრეს, მანანა გოგაშვილს გადასცა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ახალმა მესაკუთრემ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება არაუმეტეს 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ინფორმაციას ,,ჰერეთი” ავრცელებს.