ახალი ამბები

პანკისელები ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან თავისუფალ მიმოსვლას ითხოვენ

„ჩეჩნეთში გვყვავს ჩვენი ნათესავები, ოჯახის წევრები. ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს მივმართავ, რომ თუ შესაძლებელია საქართველოს პარლამენტმა წერილობით მიმართოს ჩეჩნეთის პარლამენტს, რომ პანკისის ხეობისათვის იყოს გამონაკლისი გამართივებული ვიზით ან უვიზოთ შეგვეძლოს ჩეჩნეთში გავიდეთ“, – განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრმა. 
გარდა ამისა, პანკისის ხეობის უხუცესები სექტემბრიდან სასწავლო პროგრამაში ჩეჩნური ენის შემსწავლელი გაკვეთილების დამატებასაც მოითხოვენ. 
„მოსახლეობის მოთხოვნა არის, რომ მშობლიურ ენაზე თუნდაც ელემენტარული წერა-კითხვა იცოდნენ და შესაბამისი ცოდნა შეიძინონ. ამ საკითხებსაც ვაყენებთ და არის სიმპტომები იმისა, რომ დაახლოებით სექტემბრის თვიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში უნდა ჩაჯდეს 2 საათი ჩეჩნური ენის გაკვეთილები“, – აღნიშნა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წერმა.