ახალი ამბები

თესაში სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი დაფუძნდა

კარიერული განვითარების ცენტრი უნივერსიტეტის ფინანსური ხარჯებით გარემონტდა, ხოლო პროექტის დაფინანსებით აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებითა და ბიბლიოთეკით. 
კარიერული განვითარების ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგების, სემინარების, ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება კარიერული განვითარების სფეროში. 
„სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ კარიერის მართვა, სამოტივაციო წერილისა და CV-ის წერა, კარიერული გეგმის ჩამოყალიბება, თვითშემეცნების დონის ამაღლება. ამავე დროს მათ შეუძლიათ გაიგონ, როგორ შეიძლება დააბალანსონ პირადი ცხოვრება და კარიერა, როგორ დასაქმდნენ, აგრეთვე, გაეცნონ კახეთის რეგიონში არსებულ შრომის ბაზარსა და დამსაქმებლების ძირითად მოთხოვნებს მომავალი თანამშრომლების მიმართ და ისწავლონ, თუ როგორ აიწყონ წარმატებული კარიერა“- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, თესაუს ასისტენტ პროფესორმა ნათია გაბაშვილმა.
სტუდენტებს, ასევე შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ საკარიერო თემატიკასთან დაკავშირებით არსებული ლიტერატურით, რომელიც განთავსებულია კარიერული განვითარების ცენტრში.
„პროექტი იყო ორწლიანი, მისი მიმდინარეობის დროს ჩატარდა საპილოტე კურსი „კარიერული კომპეტენციების განვითარების“ შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა უნივერსიტეტის 60 სტუდენტი. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ სტუდენეტებს გადაეცათ სერთიფიკატები“- აღნიშნა საკარიერო ცენტრის სპეციალისტმა, პროფესორმა ნინო მოდებაძემ.