ახალი ამბები

პრემიერი – გურჯაანის მოსახლეობამ “ნაციონალებს” ადეკვატურად უპასუხა

 პრემიერ-მინისტრი კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ თვლის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ “ნაციონალებს” “სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა”.
“მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა “ნაციონალებს” გურჯაანის მოსახლეობამ. ადეკვატური იყო თავად გურჯაანის გამგეობისა და გამგებლის ქმედება, რომელმაც აბსოლუტურად კანონის დაცვით მიმართა დეპუტატ ღვინიაშვილს, რომ გამგეობა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის, როგორ განვითარდა მოვლენები – ვგულისხმობ კვერცების სროლას და ა.შ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, დაუშვებელია, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ რაიონის გამგეობაში მისვლა და მისი პარალიზება. 
“სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ლიდერები მთელი შემადგენლობით ჩავიდნენ გურჯაანში. ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელი ფაქტია, რომცა ე.წ. ოპოზიციის წვერები ბედავენ და მიდიან რაიონის გამგეობაში. ყოვლად დაუშვებელია ის, რაც მათ გააკეთეს – მოახდინეს გამგეობის მუშაობაში პიდაპირი ჩარევა და ჰქონდათ მისი პარალიზების მცდელობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.