ახალი ამბები

გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს კარზე ცოცხი და “ნაციონალური მოძრაობის” შეურაცხმყოფელი ბანერები გააკრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია გერგიძეს თქმით, მისთვის უცნობია, ვინ გააკრა შეურაცხმყოფელი ბანერები გიორგი ღვინიაშვილის ბიუროს კარზე.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გურჯაანში “ანტიკორუფციული კომისია” შექმნეს. “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისიის წევრები, მათ შორის პარტიის ლიდერები გამგეობის შენობაში გამგებლის და გამგეობის საქმიანობის შესწავლის მიზნით მივიდნენ რასაც დაპირისპირება მოჰყვა. გამგეობაში მთელი დღის მანძილზე იყო პოლიცია მობილიზებული.