ახალი ამბები

სიღნაღში ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის მიზანია ფოლკლორის განვითარება და მისი პოპულარიზაცია. ფოლკლორის ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის 40-მდე ანსამბლი მიიღებს. ფესტივალის პარალელურად, ქალაქში ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
სიღნაღში ფოკლორის ფესტივალი ხუთი წელია ტარდება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს.