ახალი ამბები

თელაველი ახალგაზრდები სკეიტპარკის შექმნის ინიციატივით გამოდიან

როგორც ლაშა ნახუცრიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურით არა მარტო სკეიტის მოყვარულები, არამედ ლონგბოარდელები და ველოსიპეტისტებიც ისარგებლებენ:
„სკეიტპარკის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქალაქში არ არის გასართობი საშუალებები, რითიც ახალგაზრდობა დაკავდება. თელავში ძალიან ცოტა სკეიტერი და ლონგბოარდელია და ჩემი აზრით, ამ პარკის გაკეთების შემდეგ ქალაქში მოიმატებს მათი რაოდენობა. მინდა ავღნიშნო, რომ სკეიტპარკის ინფრასტრუქტურა მხოლოდ სკეიტერებისათვის არ იქნება სასარგებლო, არამედ ამ პარკს ლონგბოარდელები და ველოსიპეტისტებიც ისარგებლებენ მრავალი სანახაობრივი ტრიუკის შესასრულებლად.“
როგორც სპორტის ამ სახეობით გატაცებულმა თორნიკე ხალხელაურმა განაცხადა, სკეიტპარკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის ახალი ჰობის გაჩენას: „სკეიტპარკი ხელს შეუწყობს სკეიტერების და ლონგბოარდელების მომრავლებას ქალაქში. რაც მთავარია, ეს იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, მოეწყობა ბევრი შოუ, ახალგაზრდებს ექნებათ ახალი ჰობი და შეძლებენ დრო სასიამოვნოდ გაატარონ.“