ახალი ამბები

თელავში სპორტული ფეხსაცმელების მაღაზია გაქურდეს

მაღაზიის მფლობელების თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ ღამის საათებში მოხდა.  მათივე თქმით, მაღაზიიდან წაღებულია 10 წყვილი ფეხსაცმელი, რომლის საერთო ღირებულება 600 ლარს შეადგენს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.