ახალი ამბები

დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა შემდეგი კვირიდან დაიწყება

„დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრაცია 1-ლი აპრილიდან დაიწყო. ადამიანები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დეკლარაციის შევსებას შუაღამიდანვე შეუდგნენ. გათენებისას რეგისტრაცია რამდენიმე ათას ადამიანს უკვე გავლილი ჰქონდა. რეგისტრაციის ვადა სექტემბრამდეა. დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა შემდეგი კვირიდან დაიწყება,“- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.