ახალი ამბები

სოფელ დუისში აქცია გაიმართება

გავრცელებული ინფორმაციით აქციას ორი დღის წინ თურქეთში წასული სკოლის მოსწავლეების ოჯახებიც შეუერთდებიან. 
ადგილობრივების თქმით, აქციის მიზანი ხელისუფლების მისამართით გარკვეული სახის მოთხოვნების და პრეტენზიების გახმოვანებაა. მათი თქმით, ისინი მთავრობას სთხოვენ შეწყდეს ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადინება. 
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურიდან სკოლის ორმა მოსწავლემ თურქეთის საზღვარი გადაკვეთა. ოჯახები ვარაუდობენ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ისინი სირიაში საბრძოლველად მოამზადეს.