ახალი ამბები

სოფელ შილდაში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

მინისტრმა მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის თაობაზე ისაუბრა. 
,,სოფელ შილდაში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.მოსახლეობას საშუალება მიეცემა, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს სხვადასხვა სახის საბუთი: საერთაშორისო პასპორტები, საქართველო მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. სოფლიდან გაუსვლელად მათ შესაძლებლობა ეძლევათ, დაარეგისტრირონ მიწა და გადაიხადონ კომუნალური გადასახადები.საზოგადოებრივი ცენტრი სოფლის მოსახლეობისათვის სრულ მომსახურებას კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფს. მათ სხვადასხვა საბანკო მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ,’‘- განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ახალი ცენტრის გახსნის შემდეგ მოსახლეობა ისარგებლებს უფასო ინტერნეტითა და სააქტო დარბაზით, სადაც მიიღებს კვალიფიციურ კონსულტაციას სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო დახმარების პროგრამებსა და სხვა საკითხებზე. 
უწყების ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ბიუჯეტიდან მოაწესრიგებს.