ახალი ამბები

თელავში ყოფილი ნაგავსაყრელის აღდგენა-დასუფთავება მიმდინარეობს

სამუშაოები სამუშაოების საერთო ღირებულება – 1 580 210,57 ლარია. აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ილია დარჩიაშვილის თქმით, სამუშაოების საერთო ღირებულება 1 580 210,57 ლარის შეადგენს. 
მისივე თქმით, არსებული ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა ადგილობრივ მოსახლეობას და ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდა მათ.
,,მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის დაპროფილება და კეთილმოწყობა. ნაგავსაყრელის აღდგენა-დასუფთავების შემდეგ ეკოლოგიური საფრთხე სრულად აღმოიფხვრება და მოსახლეობას საფრთხე აღარ დაემუქრება. სამშენებლო სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული,”- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება 2 კმ მონაკვეთის ტერიტორიის გასუფთავება სამშენებლო ნარჩენებისგან, კერძოდ, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ 65-კმ 67 მონაკვეთზე, ასევე მდინარე მაწანწარასხევის კალაპოტი გაიწმინდება ნატანისგან. ამასთან, მდინარე მაწანწარასხევის მხრიდან მოეწყობა დამცავი გაბიონები და ქვაყრილი, გაბიონებსა და საავტომობილო გზას შორის კი მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის 24 დეკემბერს დაიწყო და 2015 წელს დასრულდება.