კახეთში 10 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
10 აპრილის ჩათვლით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი კახეთში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ღამით კახეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღეს, 3 აპრილს, კახეთში სუსტი ქარია და ტემპერატურა +12 გრადუსს აღწევს. წვიმა და ქარი რეგიონში ხვალაც მოსალოდნელია, აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი მეტრი წამში იქნება. 5 აპრილიდან საქართველოში რამდენიმე დღით გამოიდარებს, 8-დან 11 აპრილამდე კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი.