ახალი ამბები

მდინარე ალაზანში 45 წლის მამაკაცი დაიხრჩო

სამძებრო ოპერაციებში ჩართული იყო კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მათ მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
მდინარის მიერ მამაკაცის გატაცების შესახებ knews.ge ინფორმაცია გუშინ ღვიან ღამით გაავრცელა. Knews.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიგია მექუდიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.