ახალი ამბები

ინტერვიუს მიცემის გამო სოფელ საკობიანოს მცხოვრები სოციალურ დახმარებას კვლავ ვერ იღებს

სოციალური მომსახურების აგენტები თენგიზ ქავთარაშვილთან ერთი თვის წინაც იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურად დაუცველს სახელმწიფო შემწეობა მაინც არ აღუდგინეს, რადგან ის 80 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით შეაფასეს. 

„როდესაც აგენტები მოვიდნენ ჩემთან, ყველაფერი აღრიცხეს: სარეცხი მანქანა, ბოჩოლა. არაფერი არ მიყიდია და არც მიმიმატებია ჩემი ქონებისათვის. ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობს. ახმეტის სოც. უზრუნველყოფაში იყო ჩემი ცოლი და იქ ასე უთხრეს, რომ რადგან სკოლაში მუშაობ, დახმარება არ გეკუთვნითო. როდესაც სოცილურ დახმარებას ვიღებდით, მაშინაც მუშაობდა ჩემი ცოლი. უსამართლოდ მოგვექცნენ. როდესაც მე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ბაიდაური არ მაძლევს სახლის აშენების ნებართვას მეთქი, მეორე დღესვე მომიხსნეს დახმარება“, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ ქავთარაშვილმა. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მალხაზ ქავთარაშვილი წლებია, რაც სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დარაჯების ყოფილ ქოხში ცხოვრობს. მიწური დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლისაა და იმდენად ვიწროა, რომ მალხაზ ქავთარაშვილსა და მის მეუღლეს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთ საწოლზე სძინავთ. თენგიზ ქავთარაშვილის განცხადებით, სახლში მუდმივი სინესტეა და ამის გამო ზამთარში მისმა შვილებმა რამდენჯერმე გადაიტანეს ფილტვების ანთება და ყოველთვიურად მკურნალობისთვის ახმეტის საავადმყოფოში დაჰყავს.

მკურნალობის ხარჯებს მალხაზის ბიძაშვილი ფარავს, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. სამი მცირეწლოვანი ბავშვის საკვები ძირითადად პური და ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულია, თუმცა ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვებს მთელი დღე უშიშმშილიათ. ჩვენი ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის განყოფილებას ვერ დავუკავშირდით. უწყება ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.