ახალი ამბები

თელავში ტორესა მოსის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„რომანი რომანში დამახასიათებელია პოსტმოდერნული ლიტერატურისათვის და არ არის განსაკუთრებული სიახლე, მაგრამ ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ წიგნში არ განვმეორდი, სტილისტიკა რადიკალურად განსხვავებულია „სიბრძნე სიცრუისასგან“ და ვფიქრობ, მკითხველისთვის იქნება უფრო საინტერესო. წიგნში შესულია ძველი და ახალი მოთხრობები.“
თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარიამ ცისკარიშვილის განცხადებით, თანაქალაქელის წარმატებებით ამაყობს:
„დავესწარით ტორესა მოსის ახალი წიგნის პრეზენტაციას „მე/შენ ქრისტე ხარ“, რომლის შესახებაც ავტორმა ისაუბრა თუ რით განსხვავდება წიგნები ერთმანეთისაგან.  წინა წიგნმა ,,სიბრძნე სიცრუისა” დიდი წარმატება მოუტანა ავტორს – საბას პრემია. ტორესა ეხება ისეთ პრობლემებს, რაც სრულიად ახალი, ძალიან მტკივნეული და მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩვენი ქალაქისათვის. მიხარია, რომ ეს წიგნი გამოვიდა. მეამაყება, რომ ტორესა მოსის მკითხველი ვარ და იგი ჩემი თანაქალაქელია.“