ახალი ამბები

ქალაქ საგარეჯოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი მაღალი ძაბვის 10 კვ-იანი ხაზის გასუფთავების სამუშაოებია.
„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ქსელის ექსპლუატაციის სამსახური, მრავალწლიანი ნარგავების გადაბელვის სამუშაოების განხორციელებას გეგმავს. ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, 1 აპრისლ კვების ქსელიდან გაითიშება ფიდერი ,,საავადმყოფო“, რის შედეგადაც, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქ.საგარეჯოში სარაჯიშვილის, კოსტავას, ფალიაშვილის და ბესიკის ქუჩებს. 10-დან 11 საათამდე ფიდერზე ,,მანავი” სარემონტო სამუშაობის ჩატარებასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეეზღუდება სოფ. გიორგიწმიდას”,- აცხადებენ ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.
მათივე თქმით, აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება აღუდგებათ.