ახალი ამბები

გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ფარგლებში 1 095 561ლარი დაიხარჯება

პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 095 561 ლარი გამოიყო. ძირითად პრიორიტეტებად საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მოწყობა, წყლის ჭაბურღილებისა და შიდა ქსელების რეაბილიტაცია დასახელდა.
გურჯაანელი ნანი ამონიშვილის განცხადებით, სოფლებისთვის უპირველესი პრობლემა შიდა საუბნო გზები და სასმელი წყალია:
,,სოფლებში უამრავი პრობლემაა, არ მოდის სასმელი წყალი, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, ასევე ნაკვეთებამდე მისასვლელი გზები, ახალგაზრდებს არ აქვთ სამუშაო, ეს პრობლემა სოფლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას“. 
1 095 561 ლარი სოფლებზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.