ახალი ამბები

დღეს თელავში ენერგომომარაგება დემეტრე თავდადებულის ქუჩას შეუწყდება

10 კვ-იანი ელექტორგადამცემი ხაზზე დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების გამო, 10:00-დან 16:00 სთ-მდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება სატრანსფორმატორო ჯიხურს ,,ინტერნატები“. 
სს..კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” კუთვნილი 10 კვ-იანი მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ წყალ-საკანალიზაციო სისტემაზე მიწის უკანონო სამუშაოების შესრულების დროს დააზიანა:
,,სს..კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მიუხედავად, 800 მეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის სრულყოფილად აღდგენა და გამართული ფუნქციონირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე გამანაწილებელი ქსელის მიწისქვეშა სადენის დემონტაჟის და საჰაერო ტრასაზე მონტაჟის სამუშაოებს გეგმავს”, – აცხადებენ ენერგოდისტრიბუციაში.
დაგეგმილი სამუშაოების დამთავრებისთანავე აღნიშნული ქუჩის ელექტრომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება.