ახალი ამბები

თელავის გამგეობაში 42 ვაკანსიაზე 824 განაცხადი შევიდა

გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, ამ ეტაპზე საბუთების გადარჩევა მიმდინარეობს:

,,საბუთების მიღება მიღება 21 მარტს დასრულდა. თითოეულ პირს ერთდროულად 5 ვაკანსიაზე შეეძლო განაცხადის გაკეთება. სულ შემოვიდა 824 განაცხადი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი გადარჩევა. რაც შეეხება კონკურსის შემდეგ ეტაპს, ტესტირებას, სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში ჩატარდება,”– განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა. 

აფციაურისვე განმარტებით, იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე

მიღებული ქულები შეუნარჩუნდებთ და გასაუბრებაზე ხელახლა გამოცხადდებიან. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 151 გამოცხადებულ ვაკანსიაზე, კონკურსის ბოლო ეტაპი გაიარა 184 აპლიკანტმა, გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 13 აპლიკანტი.