ახალი ამბები

თელავის მერიაში კონკურსანტების თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი დასრულდა

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძეს თქმით, გამოცხადებული 72 ვაკანსიიდან 61 ადგილი შევსებულია. მისივე განმარტებით, დარჩენილ 8 ვაკანსიაზე კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება:

,,კონკურსში გადასული კანდიდატების თანამდებობებზე დანიშვნის ბრძანებას ქალაქის მერმა, პლატონ კალმახელიძემ უკვე მოაწერა ხელი და ეს პირები შეუდგნენ უკვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება დარჩენილ 8 ვაკანსიას, შესაფერისი კანდიდატურები კონკურსის შედეგად კომისიამ ვერ შეარჩია, აქედან გამომდინარე აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე საარჩევნო კომისიას კონკურსის გამოსაცხადებლად 3 თვის ვადა აქვს,”- განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ.

2014 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულმ 72 ვაკანსია გამოაცხადა. გასაუბრების ეტაპი გაიარა 120-მა კონკურსანტმა. გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 27 კონკურსანტი. კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით 147-მა აპლიკანტმა გადალახა.