ახალი ამბები

თელაველებმა ქალაქში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს

პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია თელაველების მოსაზრებები, რომლებმაც არჩევნებზე ნდობა გამოუცხადეს.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მოსახლეობისგან ქალაქის განვითარების შესახებ ინიციატივები მოისმინა.
,,ვისაუბრეთ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოვუსმინეთ მოსახლეობას, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ქალაქის განვითარებაში და გავეცით მათ კითხვებს პასუხი. გარდა ამისა, საზოგადოებას გავაცანით დაგეგმილი პროექტებიც,”– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.