ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება, რომ ქალი იყოს

ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მისი თქმით, კვოტირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და აისახოს მომავალ არჩევენებზე.

„მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება, რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება, რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიმართულებით სწრაფვა საქართველოში შექმნის ბევრად უფრო კონკურენტულ გარემოს. 

„ქალები წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ძალიან აქტიურ ნაწილს. ქალების კისერზე გადავიდა ძალიან ბევრი დრამატული პროცესი. ქალები არიან ძალიან აქტიურნი მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.