ახალი ამბები

სპორტის მინისტრი პანკისელ ახალგაზრდებს შეხვდება

შეხვედრის მთავარი მიზანს ახალგაზრდებისა და პანკისში მოქმედი არასამთავრობო სექტორისთვის ფონდის საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი ერთადერთი სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფონდის ბიუჯეტი 1 200 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ფონდს გამოცხადებული აქვს პირველი საგრანტო კონკურსი. განაცხადები 19 მარტის ჩათვლით მიიღება და უპირატესობა რეგიონებიდან წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს მიენიჭება. ფონდის წარმომადგენლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწვდიან ინფორმაციას პროექტების წარდგენის, შემუშავების, საგრანტო პროგრამული პრიორიტეტების და სხვა პროცედურების შესახებ. შეხვედრაზე დამსაწრე საზოგადოება გაეცნობა ფონდის საქმიანობას. ამავე დღეს მინისტრი ყიფიანი პანკისის ხეობის სოფ. დუისის რაგბის, ძიუდოსა და ფეხბურთის გუნდებს საჩუქრად სპორტულ ინვენტარს გადასცემს.
შეხვედრა ხვალ, 13 მარტს, 14:00 საათზე, პანკისში, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.