ახალი ამბები

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატთა დანიშვნა მიმდინარეობს

თელავის მერიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული 64 კონკურსანტის თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ აღნიშნული პირების კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, არჩილ თხლაშიძეს წარუდგინა.
,,უკვე მიმდინარეობს გამარჯვებული კონკურსანტების თანამდებობებზე დანიშვნის პროცესი, მათ უკვე დაეგზავნათ კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისი საბუთების და ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ, ყველა პირი დაიწყებს შესაბამის თანამდებობაზე მუშაობას,”– განუცხადა Knews.ge-ს საკონკურსო საატესატაციო კომისიის თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ 72 ვაკანსიაზე გასაუბრების ეტაპი გაიარა 120-მა კონკურსანტმა. გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 27 კონკურსანტი. კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით 147-მა აპლიკანტმა გადალახა. საკონკურსო საატესტაციო კომისია დარჩენილ 8 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.