ახალი ამბები

თელავში გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს გარემოს დაცვის, დაბინძურებისა, მის შედეგებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ. 

,,ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ფონზე. მოსწავლეებმა კი იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. გარდა ამისა მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც ზუსტად ასახავდა იმ პრობლემას, რაც საქართველოში გარემოს დაბინძურებას შეეხებოდა და რა ფატალურ შედეგამდე შესაძლებელია მივიდეთ, თუკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება არ მოხდება. გარემოს დაცვაზე ეს არ იქნება ერთი დისკუსია. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, ვიაროთ რეგიონებში და მსგავსი სახის შეხვედრები ხშირად გავმართოთ. ეს კი ამ კუთხით ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ”- განაცხადა  „საქართველოს ახალგაზრდა გეოგრაფთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა შოთა შიშმანაშვილმა.