ახალი ამბები

პანკისის ხეობაში ქალთა მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ხვალ პანკისის ხეობის სოფელ დუისში ქალთა მოძრაობის მანიფესტს შეუერთდებიან. ქალთა მოძრაობის ხედვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას გულისხმობს.  სიმბოლურ აქციას ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ეროვნების ქალებიც უერთდებიან. აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები მიიღებენ. 

დღეს საქართველოს მოსახლეობის 53%, მაგრამ პარლამენტში 12%-ით ვართ წარმოდგენილი. 59 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი. ქვეყნის არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი ქალი არ არის. 25 წელია ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით პროგრესისთვი სარ მიგვიღწევია. ჩვენი უფლებები უწინდებურად ირღვევა. 2014 წლის ქალთა მკვლელობებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ჩვენი სიცოცხლის უფლებაც კი არ არის დაცული.

 „ქართულ პოლიტიკას აკლია ქალების ხედვა, გამოცდილება და უნარები. პოლიტიკის სფეროში ქალების სიმბოლური, მცირე რაოდენობა არ გვაძლევს  საშუალებას სრულად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. საზოგადოების და კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩვენი უნიკალური წვლილი დაკნინებული ან  სრულიად დაკარგულია. ქალები იმ საკითხების გადაწყვეტაშიც კი ვერ  მონაწილეობენ, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ მათ ეხებათ. პარლამენტი არ უზრუნველყოფს ქალების წარმომადგენლობას და შესაბამისად არ იცავს მათ ინტერესებს. საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია. ჩვენ, ქალები, უგულებელყოფილი ვართ პოლიტიკურ ცხოვრებაშიდა ამას აღარ შევეგუებით.“ – ნათქვამია მანიფესტში. 

საქართველოს მასშტაბით გამართულ აქციებს  ქალაქი თელავი, გურჯაანი, სიღნაღი და სოფელი დუსისიც უერთდება.