ახალი ამბები

გურჯაანში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება

მათივე თქმით, ტენდერი გამოცხადდება სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 90 000 ლარია, ასევე სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის მოასფალტების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაობზე, აღნიშნული პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი 335 483 ლარია. 

,,გარდა ამისა, მოხდება ქალაქ გურჯაანის მე-3 საბავშვო ბაღის რებილიტაცია; სოფელ მუკუზანში, ზემო კაჭრეთსა და ჭანდარში სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელების, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა; სოფელ გურჯაანში, ვაზისუბანში, ზეგაანში, კარდენახსა და ჯიმითში ახალი ჭაბურღილების მოწყობა; სოფელ გურჯანში, კოლაგსა და ახაშენში შიდა საუბნო გზების მოასფალტება, აღნიშნულ 14 პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების მომზადებისთვის,”- აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.