ახალი ამბები

სოფელ ნუკრიანში ბიბლიოთეკა გაიხსნა

საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგა სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს აქვს შესაძლებლობა ბიბლიოთეკის ფუნქციებთან ერთად, გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი. ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ოპერატორის და ბანკის სერვისებიც. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს უფასო ინტერნეტით. 
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა, რომ ბიბლიოთეკას მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭოს. პროექტი, სახელწოდებით „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.