ახალი ამბები

თესაუს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ავტობიოგრაფია ან CV; დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა; ფოტოსურათი ზომით 3X.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა მას შედეგ გახდა საჭიროა, რაც 15 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ავთანდილ ღელაღუტაშვილს აკადემიურმა საბჭომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებს ასოცირებული პროფესორი ირმა შიოშვილი, რომელიც აკადემიურმა პერსონალმა 22 დეკემბერს აირჩია.