ახალი ამბები

პარლამენტი უცხოელებზე მიწის მიყიდვის ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავს

კომიტეტის წვერებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებას, ამიტომ კომიტეტმა კანონპროექტის ალტერნატული ვარიანტი მოამზადა და მის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გამართა.
ალტერნატიული კანონპროექტი გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემისას და აწესებს კრიტერიუმებს. კანონპროექტი ავალდებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეს გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 6 თვის განმავლობაში, თუ მას ბინადრომის ნებართვა არ გაუხანგრძლივდება.
კანონპროექტის მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, მანამდე კომიტეტები საკუთარ შენიშვნებს წარადგენენ.