ახალი ამბები

შალაურსა და ნაფარეულში ბაგა-ბაღები გაიხსნება

გაერთიანების ხელმძღვანელის, გიორგი კოჭლოშვილის განცხადებით, არცერთ სოფელში სააღმზრდელო დაწესებულება წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა:
,,ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილია სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ფართის გამონახვა და რეაბილიტაცია. სამუშაოების დაწყების თარიღი ამ დროისთვის უცნობია. ვინაიდან მოთხოვნა მოსახლეობიდან მოდის, შესაძლებელია აღნიშნული დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების ნაწილი სოფლის დახმარების პროგრამიდან დაიხარჯოს, ხოლო ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სავარაუდოდ, სოფელ შალაურში შედარებით ადრე გაიხსნება ბაღი, ვიდრე ნაფარეულში რადგან შენობა უკვე მოძიებულია. აღნიშნულ შენობაში ფუნქციონირებდა კერძო სააღმზრდელო დაწესებულება, მაგრამ ამჟამად შენობა სახელმწიფოს ბალანსზეა,”– განუცხადა knews.ge-ს გიორგი კოჭლოშვილმა.