ახალი ამბები

ქართული ადგილწარმოშობის ღვინო ყირგიზეთში დარეგისტრირდა

საქართველოს ინტელექტურალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის, ნაფარეულის, ქინძმარაულის, ტვიშის და ხვანჭკარას დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, “ღვინის ეროვნულ სააგენტოს” მიენიჭა. 

მათივე განმარტებით, საქპატენტმა ზემოაღნიშნულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე ყირგიზპატენტში განაცხადი 2014 წლის 31 მარტს შეიტანა. 

“სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, ყირგიზეთის რესპუბლიკის ადგილწარმოშობის დასახელების სახელმწიფო რეესტრში ხვანჭკარას, ტვიშის და კიდევ ხუთ დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 10 წლით, 2024 წლის 31 მარტამდე განისაზღვრა. ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა როგორც ყირგიზეთში, ასე სხვა ქვეყნებში გავლენას მოახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონის შემოსავლების გაზრდასა და ეკონიმიკის გაუმჯობესებაზე”, – აცხადებენ საქპატენტში.